ოთხშაბათი, 19.06.13   10:56
+22°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
5 
6 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის

23.07.12 13:04

საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებსა და სხვა სახის დახმარებებს შეეხება. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ბიუჯეტში ცვლილება დღის წესრიგში  ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დადგა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდისთვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი და თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გადაუდებელი ღონისძიებებისათვის დაიხარჯება. ასევე გაიზრდება კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსებაც, რომლის მთლიანი საფინანსო რესურსიც 110 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 20 მლნ ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

გარდა ამისა, იზრდება კახეთის მუნიციპალიტეტების დაფინანსება. ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საჭიროებისამებრ, სტიქიის რეგიონებში განსახორციელებელ ღონისძიებებს 17 მილიონი მოხმარდება. იზრდება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები.

სხდომას პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიის რეგიონებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რათა ხელისუფლებამ ის დანაპირები, რაც მოსახლეობას მისცა, შეასრულოს.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ

18.06.13 14:09

ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. More...video clip 

ონიშჩენკო ქართული ღვინის შესახებ

18.06.13 11:44

ქართული ღვინო რუსულ მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პროდუქცია უკვე საბაჟო პროცედურას გადის. More...video clip 

პრეზიდენტის ვიზიტი რომში

17.06.13 10:00

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე. More...video clip 

სააკაშვილი FAO–ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

16.06.13 18:46

საქართველოს პრეზიდენტი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოდის. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკურ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს

06.06.13 12:24

`ნაციონალური მოძრაობის`ლიდერები სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებზე საუბრობენ და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებენ. ბრიფინგი ამ თემაზე ცოტა ხნის წინ გია ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართა.More...video clip 

ონიშჩენკო ივნისში ქართული საწარმოების ინსპექტირებას არ აპირებს

05.06.13 14:12

ქართული ღვინის საწარმოების მესამე ინსპექცია ივნისში, სავარაუდოდ, არ ჩატარდება - განცხადება ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. More...video clip 

`ნაციონალური მოძრაობა`უმუშევრობის ზრდის შესახებ

05.06.13 14:03

`ერთიანი ნაციონალური მოძრაობა`ქვეყანაში უმუშევრობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, `საქსტატმა` დასაქმებასთან დაკავშირებული მონაცემები გამოაქვეყნა...More...video clip 

უმცირესობა ეკონომიკურ რეგრესზე საუბრობს

09.05.13 13:18

საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company