ხუთშაბათი, 20.06.13   00:17
+20.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

აგვისტო 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

IRI მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

25.07.12 15:42

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ივლისის პირველ ნახევარში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესების მიმართ, მათ განწყობას არჩევნების წინ და აგრეთვე პოლიტიკოსთა რეიტინგებს.

კვლევის თანახმად, პოლიტიკურ ლიდერებს შორის საქართველოს პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოკითხულთა 73% მის საქმიანობად დადებითად აფასებს.

შეკითხვაზე: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?" – გამოკითხულთა 43% მხარს უჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს; ქართული ოცნება 24%–მა აირჩია; ქრისტიან–დემოკრატები კი 7%–მა. გამოკითხულთა 5%–მა არც ერთ პარტიას არ დაუჭირა მხარი, 19%–ს პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ შედეგები ასეთია: ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – 37%; ბიძინა ივანიშვილი კი 24%.


საერთაშორისო რესპუბლიკური კვლევა სხვადასხვა ორგანიზაციისა და უწყების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებასაც ასახავს. სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის კი ყველაზე დიდი ნდობით გამოკითხულებში ქართული არმია სარგებლობს. შემდეგ კი მოდის პოლიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა და საქართველოს პარლამენტი.

როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ? კვლევის მონაწილეთა 54%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება.

რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. გამოკითხულთა უმეტესობა პირველ რიგში უმუშევრობას ასახელებს, რასაც მოსდევს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ეკონომიკის გაძლიერება, სოციალური პრობლემები და სიღარიბე.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს

11.06.13 13:35

ბათუმის მერი თანამდებობიდან მიდის. ჯემალ ანანიძემ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო.More...video clip 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს

11.06.13 12:25

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ერთი პირი დააკავეს.More...video clip 

სოფელი 65 წლის მამაკაცის სოფლიდან გაძევებას მოითხოვს

11.06.13 11:26

3 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 65 წლის მამაკაცს ედება ბრალი. შემთხვევა 2 კვირის წინ კახეთში მოხდა და ეჭვმიტანილი დაკავებულია. More...video clip 

სამდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული კაპრალი იპოვეს

11.06.13 11:20

კაპრალი ლევან შაკაია, რომელმაც 8 ივნისს თვითნებურად დატოვა სენაკის სამხედრო ბაზა, ნაპოვნია. ორდღიანი ძიების შემდეგ ის გუშინ საღამოს იპოვეს. ლევან შაკაია სამხედრო პოლიციამ სახლისკენ მიმავალ გზაზე შეამჩნია. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ძლიერმა წვიმამ მცხეთისა და დუშეთის რაიონები დააზარალა

11.06.13 11:13

ხანგრძლივი წვიმების შედეგად დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ღვარცოფმა გზა ჩახერგა და სახლებში შევარდა. დღეს დილიდან სოფელში და გზებზე მაშველები და გზის სპეციალისტები მუშაობენ.More...video clip 

მამაკაცმა ცოლი და 4 წლის შვილი მოკლა

11.06.13 10:40

საზარელი მკვლელობა მოხდა გვიან ღამით სოფელ დიღომში. ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და 4 წლის შვილი მოკლა. ოჯახი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ცხოვრობდა. More...video clip 

უშიშროების საბჭოს პრემიერი არ დაესწრება

11.06.13 10:35

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 18:00 საათზეა დანიშნული. უკვე ცნობილია, რომ სხდომას, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია, არ დასწრება პრემიერ-მინისტრი. More...video clip 

ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე პროცესები

10.06.13 16:22

ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ცენტრის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალური კომისია სწავლობს.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company