სტამბოლთან ახლოს გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურების საქმეში თურქეთში საქართველოს საელჩო ჩაერთო. ქართველი დიპლომატები უკვე დაუკავშირდნენ გემთმფლობელ კომპანიას და მეზღვაურებს. ისინი თურქ სამართალდამცველებთანაც თანამშრომლობენ. როგორც აცხადებენ, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მეზღვაურებმა კუთვნილი გასამრჯელო მიიღონ და უმოკლეს პერიოდში შეძლონ საქართველოში დაბრუნება. გაუსაძლის პირობებში მყოფი 6 ქართველი მეზღვაური უკვე რამდენიმე თვეა დახმარების მოლოდინშია. როგორც აცხადებენ, ყველა მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს, შემოელიათ საკვები და წყალი. ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგრაჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხვია ცინცაძე გემ "გრანდ აილანდზე" იმყოფებიან. ისინი სამუშაოდ 8 თვის წინ წავიდნენ და სტამბოლში ეგრეთ წოდებული საშიში ტვირთების სადგომზე გემთმფლობელი კომპანიისგან უკვე 3 თვეა უყურადღებოდ არიან დატოვებულები.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.