თავდაცვის მინისტრი და კონტრადმირალი სასწავლო ცენტრ `კრწანისში`
27.07.12 12:33
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნულ სასწავლო ცენტრ `კრწანისის` ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება `დიდგორი 2012`-ს დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკელი კონტრადმირალი უშუალოდ გაეცნენ სწავლების მიმდინარეობას და სასწავლო ობიექტი დაათვალიერეს.
სწავლება `დიდგორი 2012` ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება და საკმაოდ მნიშვნელოვან წვრთნას წარმოადგენს, რადგან ამ სწავლების დროს სამეთაურო რგოლის მართვის უნარები იხვეწება. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები ურთიერთქმედებენ პირობითი სცენარის მიხედვით და ოპერატიულად ასრულებენ პირობით დავალებებს. ასეთი სამეთაურო-საშტაბო სწავლება მნიშვნელოვანია, რადგან 3T-ს კონცეფციიდან ერთ-ერთი - ტოტალური თავდაცვა გულისხმობს სამხედროების მაქსიმალურ მომზადებას და გაწვრთნას.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ის დღეს ლონდონში მიემგზავრება, სადაც ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს. ბრიუსელში კი ბოლო შეხვედრა ბელგიის სენატში გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.