პარლამენტის თავმჯდომარე ვანის რაიონის სოფელ ბზვანში იმყოფებოდა . დავით ბაქრაძე ადგილობრივებს შეხვდა და მათთან სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის პროგრამაზე, 1000ლარიან ვაუჩერსა და საყოველთაო დაზღვევის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ბაქრაძემ ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა. საუბარი შეეხო გზის აღდგენის აუცილებლობას, წყლით მომარაგებასა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარვეზების გამოსწორებას, ასევე გაზიფიკაციის საკითხსაც.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
დღესვე, დავით ბაქრაძე დღეს ნიკოლოზ საკანდელიძის ოჯახსაც სტუმრობდა, სადაც ხანშისესულებისა და მოზარდებისათვის 4 სადაზღვევო პოლისი პირადად მიიტანა.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.
ქართული ღვინო რუსულ მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პროდუქცია უკვე საბაჟო პროცედურას გადის.
შინაგან საქმეთ მინისტრი სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს დიპლომატებს გააცნობს. საქმე ეხება სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს.