გუშინ ლონდონში რიგით 30-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ზაფხულის ოლიმპიადა ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტმა ცნობილ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან და სერ პოლ მაკარტნისთან ერთად გახსნა.
საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრებიც გამოვიდა. ჩვენი გუნდის მედროშე ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იყო. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონში ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით იმყოფება. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დიდ ბრიტანეთში 2 აგვისტოს გაემგზავრებიან.
დღეს ოლიმპიადაზე შვიდი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. თავდაპირველად საკვალიფიკაციო ეტაპში ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ჩაერთვება, თბილისის დროით 12:30 წუთიდან კი ძიუდოისტების შეჯიბრი დაიწყება. დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბეთქილ შუკვანი იასპარეზებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გახსნის ან დახურვის ცერემონიალს დაესწროს.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სპორტის სასახლეში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გაიხსნისას საჯაროდ მოუხადა ბოდიში ყველას, ვისაც თავისი ცხოვრებითა და ბრძოლით ტკივილი მიაყენა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ლუკა კურტანიძის და თემურ ყაზარაშვილის დაპირისპირებაზე ძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა ისინი უკვე დაკითხეს. ყაზარაშვილის თქმით, ის არ აპირებს უჩივლოს კურტანიძეს, თუმცა პრეზიდიუმის სხდომაზე მოითხოვს, რომ მას ჩამოართვან...