ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში 30 წლის დავით პაპაშვილმა ცოლისძმა დანით დაჭრა. დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაპაშვილი ორი წელია თავის მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს და ინციდენტის დღეს ბავშვები მამასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. კონფლიქტი სიძესა და ცოლისძმას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძამ პატარების დედასთან წაყვანა სცადა. სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. გიორგი თაბუკაშვილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დამნაშავე კი პოლიციას თვითონვე ჩაბარდა.
სამართალდამცევლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავეს. ეჭვმიტანილებს პოლიციის დაუმორჩლებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.