|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
18
|
|
19
|
|
|
|
|
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
არაკვალიფიციურ სუბიექტებს ცესკოში დარეგისტრირების ვადა ეწურებათ
31.07.12 10:59
დღეს საღამოს 6 საათზე არჩევნებში მონაწილეობის მსურველ არაკვალიფიციურ სუბიექტებს განაცხადის წარდგენის ვადა ეწურებათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის უკვე მიმართა 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ შორის ჯერჯერობით მხოლოდ ხუთია დარეგისტრირებული. რაც შეეხება კვალიფიციურ სუბიექტებს, ამ პარტიებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ. მათ დარეგისტრირება არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
`იმ პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნების დანიშვნიდან სამი დღე ექნებათ იმისათვის, რომ შემოიტანონ განაცხადი დარეგისტრირებაზე. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომელიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები და არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, მათთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 31 ივლისის 6 საათი,`- განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.
|
 |
 |
|
|
|
|

|