სიების დაზუსტების კომისიამ მუშაობის შედეგები შეაჯამა
31.07.12 14:02
საქართველოში 3 483 142 ამომრჩეველია. სიების დაზუსტების კომისიამ ”კარდაკარის” მუშაობის შედეგები შეაჯამა. ამომრჩეველთა სიის საბოლოოდ დაზუსტებსთვის კარდაკარის მონაცემებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციაც უნდა დაემატოს – ეს პროცესი ფაქტობრივად რამდენიმე დღეში დასრულდება.
კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განამრტებით, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 , შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.
კარდაკარის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით ბაქრაძემ დღეს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ კომისიის მუშაობის შედეგად, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატური აღარ იქნება.
|