კომპანია `ორბი ჯგუფი` ბათუმში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას იწყებს. 35-სართულიანი შენობა კობალაძის ქუჩაზე აიგება და აჭარაში წარმოებული ინვენტარით აღიჭურვება.
მშენებლობის პირველ ეტაპზე 1000 ადამიანი დასაქმდება, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
მშენებლობას დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა საფუძველი.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
მინერალური წყალი ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაუშვეს. ამ ინფორმაციას `როსპოტრებნადზორის`ხელმძღვანელზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
`როსპოტრებნადზორის`ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეს.