აშშ რუსეთს სამხედრო წვრთნის გაუქმებისკენ მოუწოდებს
03.08.12 10:58
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - კრის სმიტი რუსეთს მოუწოდებს გააუქმოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნა; ამერიკის ხელისუფლებას კი ურჩევს, გააძლიეროს ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
ამ განცხადებას უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
სმიტის თქმით, რუსეთი წვრთნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული ქართული ტერიტორიებია, რომლებიც რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული.
"ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნის ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უხეში ქმედებაა. რუსეთის მთავრობამ უნდა გააუქმოს წვრთნა. ის ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ეუთოს ჰელსინკის შეთანხმებითაა დაცული,"- ნათქვამია განცხადებაში.
|