არასამთავრობო ორგანიზაცია კომუნიკაციების კოალიციის წინააღმდეგ
03.08.12 14:38
`კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის` კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას `მასთ-ქერის` პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ კომისიამ კანონი დაარღვია, როდესაც დროულად და სრულად არ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებსაც `მასთ-ქერის` დებულებები შეეხება.
მათივე განმარტებით, კომისია არ უნდა ითხოვდეს არხებისგან წერილობით მიმართვას ტრანსლირების შესახებ, ვინაიდან `მასთ-ქერის` ვალდებულება ავტომატურად ვრცელდება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა კომპანიაზე.
კოალიციის განცხადებას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უპასუხეს.
|