კვირა, 19.05.13   07:52
+17.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

05.08.12 13:05

მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ეჭვმიტანილი, 40 წლის გელა ტიტოვანი სამართალდამცველებმა აიყვანეს. მას ბრალად ელდება ლევან კალანდიას მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ეჭვმიტანილი ნათესავები იყვნენ.

მკვლელობის ერთადერთ მიზეზად სახელდება შელაპარაკება და სიტყვიერი გარჩევა, რომელიც ეჭვმიტანილსა და მოკლულს შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთმანეთთან მოუვიდათ. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ გელა ტიტოვანმა და სავარაუდოდ, მისმა დეიდაშვილმა ლევან კალანდიამ ერთმანეთთან საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იჩხუბეს. ორივე მათგანი ნასვამი იყო.

ასევე ადგილობრივების მონათხრობით, ცნობილი ხდება, რომ გელა ტიტოვანმა ლევან კალანდიას ჩხუბისას ორჯერ დაარტყა გულში დანა და კალანდია სასიკვდილო ჭრილობებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ გელა ტიტოვანს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ლევან კალანდიას ცხედარი შესაბამისი ექსპერტიზისთვის ქალაქის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე მიმდინარეობს ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც, საქართველოს კანონმდებლობით, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

16.05.13 14:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.More...video clip 

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთა პროცესი გაიმართება

16.05.13 11:13

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული რვა ბრალდებულის საქმეს დღეს სასამართლო დღეს განიხილავს. ამავე საკითხზე ოთხ ეჭვმიტანილს კი მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ხვედელიძეს 5000 ლარის გირაო შეეფარდა

15.05.13 13:47

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 5000 ლარის გირაოს გადახდისთანავე საპატიმროს დატოვებს. გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. More...video clip 

კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის 12 ადამიანი დააკავეს

15.05.13 10:00

ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია. More...video clip 

მამაკაცმა საპატრულო პოლიციელების მისამართით ისროლა

14.05.13 16:17

ინციდენტი მოხდა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც მოქალაქემ საპატრულო პოლიციის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა. More...video clip 

ღარიბაშვილი და ნაცვლიშვილი მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ

14.05.13 14:56

შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company