მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს
07.08.12 15:45
მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად დაღუპულია მისი თანმხლები პირიც.
ბონდო შალიკიანი "ვარდების რევოლუციამდე" იმერეთში ნავთობპროდუქტების ბიზნესს და ადგილობრივ ტელეკომპანია ”ქუთაისს” ფლობდა.
2004 წლის მარტში ტყიბულის მაჟორიტარი დებუტატი სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
მოკლულს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. სამართალდამცველები მკვლელობის მიზეზებზე ჯერ არ ლაპარაკობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შალიკიანი შესაძლოა კრიმინალური გარჩევის, ან ბიზნეს-ინტერესების შეუთავსებლობის მსხვერპლი გამხდარიყო.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.
|