აქცია - `წერილი ჩემს გმირს` დაიწყო
07.08.12 14:25
ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა ნაციონალებმა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და თავად ორგანიზაციის წევრების წერილები შეაგროვეს და ის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირის - ლერი ლაგურაშვილის ოჯახში მიიტანეს.
დღეს იმართება აქცია სახელწოდებით - "წერილი ჩემს გმირს", რომელსაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გადასცემენ.
ამით კიდევ ერთხელ იხსენებენ საქართველოში მათ, ვინც თავი სამშობლოს გადასარჩენად გაწირა.
ქართველი გმირებისათვის წერილები ახალგაზრდებმა სოციალური ქსელებითაც შეაგროვეს.
აქციის მონაწილეები უკვე იმყოფებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ირაკლი მორბედაძის ოჯახშიც. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ქართველი გმირის მეუღლეს ათეულობით წერილი გადასცეს.
|