მეომართა ხსოვნის კვირეული დაიწყო
06.08.12 17:13
დღეიდან საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის კვირეული დაიწყო. ყოველწლიურად ეს დღეები სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, მათ შორის, სიმბოლურად, წითელი ყაყაჩოების აქციით.
გია ბუღაძემ ომში დაღუპული სამხედროების შვილებს ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა. მხატვარი ბავშვებს პროფესიულ რჩევებს აძლევდა. ნახატები ხვალ "თი–ბი–სის" გალერეაში გამოიფინება.
დღესვე, ეროვნულ მუზეუმში, ფოტო და ვიდეოექსპოზიცია გაიხსნა – "საქართველოს მოპარული ისტორია", სადაც დოკუმენტური მასალების საფუძველზე ნაჩვენებია, როგორი იყო საქართველო რუსულ ოკუპაციამდე და ოკუპაციის შემდეგ.
ისევე, როგორც ყოველ წელს, ღონისძიებების ორგანიზატორი "პრაიმ-ტაიმია".
|