`ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` ინიციატივა
06.08.12 19:48
2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ორი დღით უნდა შეჩერდეს, - ასეთი ინიციატივით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა.
განცხადება მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა. მისი განმარტებით, დროებით უნდა შეწყდეს ყველა სახის აგიტაცია - ამომრჩევლებთან შეხვედრები, სატელევიზიო ვიდეორგოლების ჩვენება და სხვა წინასაარჩევნო აქტივობები.
მაჭავარიანმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და ამ სახით პატივი მიაგონ ომში დაღუპულებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას რამდენიმე პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა და ინიციატივას მხარი დაუჭირა. მათ შორის არიან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", მოძრაობა "თავისუფალი საქართველო", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ახალი მემარჯვენეები".
|