სააკაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის მშობლებს ესტუმრა
07.08.12 12:21
ოლიმპიური ჩემპიონის მშობლებს შვილის წარმატება პრეზიდენტმა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი კარალეთში ჩავიდა. პრეზიდენტმა ლაშა შავდათუაშვილის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
20 წლის ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. კარალეთში მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზეც გაამახვილა ყურადღება.
შავდათუაშვილების ოჯახში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში ოლიმპიურ ჩემპიონს დაურეკა დამოპოვებული ოქროს მედლისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით კი შავდათუაშვილების ეზოში შეკრებილი მეზობლები პრეზიდენტმა სახლში მიიპატიჟა და 20 წლის სპორტსმენის გამარჯვების ამსახველ კადრებს ერთად კიდევ ერთხელ უყურეს.
შავდათუაშვილის ოჯახის წევრებმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადეს. საქართველოს პრეზიდენტს კარალეთში იმ რეფორმებზე ესაუბრნენ, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანაში გატარდა.
ვიდრე პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახს დატოვებდა, ლაშა შავდათუაშვილის მედლებითაც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი დეტალურად გაეცნო იმ ჯილდოებს, რომლებიც 20 წლის სპორტსმენმა ოლიმპიადამდე მოიპოვა.
|