სამშაბათი, 18.06.13   10:40
+24.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა

07.08.12 13:46

სახელმწიფო დროშა დაეშვა დღეს მერიის შენობის წინ. ქალაქის მერმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

გიგი უგულავამ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.

ქალაქის მერთან ერთად, დაღუპულები თბილისის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებმა და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის წევრებმა გაიხსენეს.

4 წლის წინ დაიწყო, კრემლის ბრძანებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დასაპყრობად სამხედრო ოპერაცია. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მოსკოვის ბრძანებით, სამხედრო ძალების კონსოლიდირება რამდენიმე კვირით ადრე მიმდინარეობდა. საქართველოს დასაპყრობად, სრული მძიმე შეიარაღებაც მომზადდა. ომის დაწყების მიზეზად კრემლმა რუს ე.წ. მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ინსცენირება გამოიყენა და, რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა.

მიხედავად ძალთა უთანასწორობისა, ქართული სამხედრო შენაერთების ძალისხმევით, ქართველი ჯარისკაცების თავდადებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერით, რუსული ინტრვენციის შეჩერება მოხერხდა.

რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნისაგან დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს დღეს მთელ საქართველოში იხსენებენ. ომში 188 მშვიდობიანი მოქალაქე, 168 სამხედრო და 16 პოლიციელი დაიღუპა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერს იწყებს

17.06.13 18:27

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრაიმერისთვის ემზადება. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.More...video clip 

მარგველაშვილი ნაციონალურ მოძრაობას კონკურენტად არ მიიჩნევს

17.06.13 17:54

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ მიიჩნევს. More...video clip 

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო

17.06.13 16:23

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.More...video clip 

იუსტიციის მინისტრი სომხეთში იმყოფება

17.06.13 15:29

იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა ამ მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ლეიბორისტების ინიციატივა

17.06.13 14:14

ლეიბორისტების აზრით, არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს და ნებისმიერი პირი, რომელიც უარს განაცხადებს ხმის მიცემაზე, ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა დაისაჯოს.More...video clip 

ნაციონალური მოძრაობა მერიიდან თანამშრომელთა დათხოვნის შესახებ

17.06.13 12:01

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი მასობრივი დათხოვნების შესახებ განცხადება გაკეთდა. უმცირესობის წევრების განამარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ასობით თანამშრომელს სხვადასხვა მიზეზით დაითხოვენ სამსახურიდან.More...video clip 

განხილვა საპარლამენტო კომიტეტში

17.06.13 11:16

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რეზოლუციის `რეჟიმი უნდა გასამართლდეს`საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. დოკუმენტს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე წარადგენს.More...video clip 

პრეზიდენტის ვიზიტი რომში

17.06.13 10:00

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე. More...video clip 


  სრული პროგრამა
P.S.: `რუსთავი 2` 19 წლის გახდა
P.S.: იდეალისტის 10 წელი
P.S.: ჩამორთმეული მანქანები საჯარიმოზე
Comedy-შოუ: დუღარე შოუ

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company