ალასანია მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდა
08.08.12 12:47
ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა. ირაკლი ალასანია მუხათგვერდის სასაფლაოზე თანაგუნდელებთან ერთად მივიდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გვირგვინით შეამკო გმირთა მეორიალი და 4 წლის წინანდელი ტრაგიკული დღეები გაიხსენა.
"4 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ. მთელი საზოგადოება პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე დათმო სამშობლოსათვის. ჩვენ ახლა მათი ოჯახების ზრუნვა გვავალია; ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ცოცხალ გმირებს, რომელიც ძალიან ბევრი ჰყავს საქართველოს. ის გაკვეთილი, რაც უნდა გამოვიტანოთ ოთხი წლის წინანდელი აგრესიისგან, არის ის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იყოს ძალიან ძლიერი, რომ აღარ დავუშვათ ასეთი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ," - განაცხადა მან.
|