მოსკოვი საქართველოს სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის08.08.12 15:07თეთნულდზე რუსი ალპინისტების გადარჩენისთვის მოსკოვი საქართველოს სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მთამსვლელი სვანეთის მაღალმთიან რეგიონში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და მათი ევაკუაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "მადლიერებით აღვნიშნავთ ქართველი მაშველების ეფექტურ ქმედებებს," - ნათქვამია განცხადებაში. |
||||||||||
![]() |
||||||||||







