შაბათი, 18.05.13   10:44
+21.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილი გორის სამხედრო აკადემიის ჯარისკაცებს შეხვდა

08.08.12 16:27

"რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს საქართველოს თავისუფლებაზე", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გორის სამხედრო აკადემიაში შეკრებილ ჯარისკაცებს და იმ გმირების ოჯახის წევრებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსულ აგრესიას წინ აღუდგნენ.

4 წლის წინ სწორედ გორი იყო რუსული ბომბდამშენების მთავარი სამიზნე.

"4 წლის წინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების დროს, ჰქონდა მკვეთრად გამოკვეთილი 3-პუნქტიანი გეგმა - დაემხო საქართველოს მთავრობა, მისთვის დაეკარგა გეოპოლიტიკური ფუნქცია და ხელი შეეშალა ერთი მხრივ, ნატოს გაფართოებისთვის და მეორე მხრივ, საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებით უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების მიღებისთვის, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის," - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტმა მიზანს ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ის გამარჯვებული არ არის.
რაც შეეხება ახალ საფრთხეს, როგორც სააკაშვილი აცხადებს, მრავალი პროვოკაციის და საბოლოოდ, ღია სამხედრო აგრესიის მეთოდების წარუმატებლობის შემდეგ კრემლში საქართველოს დამორჩილების ახალი გეგმები მუშავდება, რომელიც ისევ საბჭოთა ოცნებებს ემყარება და ამ ოცნების ასრულების ახალ გზას კრემლში საქართველოს შიგნიდან გატეხვით ხედავენ.

პრეზიდენტის შეფასებით, დამპყრობლებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს ისტორია და იციან, რომ ყოველთვის მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც თავისი კეთილდღეობისთვის ქვეყნის ინტერესებს დათმობს. ამჯერად კი ქართველმა ხალხმა გაკვეთილი ისევ საკუთარი ისტორიიდან უნდა მიიღოს.

"ჩვენ კარგად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ამბობდნენ, რომ თუ დათვი გერევა, ბაბაია უნდა დაუძახო. ასევე კარგად გვახსოვს, რომ ამ მეთოდმა არც ერთხელ არ გაამართლა და რამდენჯერაც ბაბაია დავუძახეთ, იმდენჯერ არ დაგვინდეს. საბოლოოდ საქართველომ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მოახერხა იმიტომ, რომ არც ერთხელ თავი არ დახარა და ხალხი არ გაჰყვა მათ, ვინც დათმობისკენ მოუწოდებდა. ამჯერადაც ასე მოხდება", - აღნიშნა მან.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

რუსთაველის გამზირზე აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

17.05.13 10:25

რუსთაველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია `იდენტობა`... More...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ცხედრები ოჯახებში გადაასვენეს

17.05.13 12:19

ქაშვეთის ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები ოჯახებში გადაასვენეს. მომავალ კვირას მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.More...video clip 

პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს შეხვდა

17.05.13 12:03

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეფორმატორმა კრის კრისტიმ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.More...video clip 

უმცირესობის ინიციატივას ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობა პასუხობს

17.05.13 11:47

საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.More...video clip 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

17.05.13 11:32

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახელმწიფოს აქციაში მონაწილეთა უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company