სამშაბათი, 02.09.14   18:30
+29.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2014

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის მილოცვა

10.08.12 14:35

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებას ულოცავს. განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გორელებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ქართული სპორტის გულშემატკივრებს.

`ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ, საქართველო უკვე გორის `დილამ` ასახელა საერთაშორისო ასპარეზზე. საფეხბურთო კლუბი გუშინ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის ბოლო საფეხურზე გადავიდა და ამ გამარჯვებით ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაგვიბრუნა. მჯერა, რომ ქართლელებისთვის ჩვეული შემართებითა და ჟინით გუნდი ყველა ბარიერის გადალახვას შეძლებს და სანატრელ გამარჯვებებსაც მოგვიტანს.

ამ წარმატებას ვულოცავ, როგორც გუნდს, ისე გორელებს და გამარჯვებებს მონატრებულ ყველა ქართველ გულშემატკივარს. `დილას` კი მხოლოდ შემდგომ წინსვლას ვუსურვებ, წინსვლას, რომელიც დღეს ასე სჭირდება ქვეყანას ყველა საქმეში,`- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით იხსნება

02.09.14 10:00

დეპუტატები თბილისში, პარლამენტის განახლებულ შენობაში ბრუნდებიან. საშემოდგომო სესია დღეს დედაქალაქში ბიუროს სხდომით გაიხსნება. კონსტიტუციის შესაბამისად, ქუთაისში ძირითადად სხდომები ჩატარდება. More...video clip 

ნატო საქართველოში სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნას განიხილავს

02.09.14 14:28

საქართველოში შესაძლოა ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა უელსის სამიტის წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. More...

ლავროვი რასმუსენს აკრიტიკებს

02.09.14 14:43

სერგეი ლავროვი ალიანსის გენერალურ მდივანს აკრიტიკებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის კრიზისზე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც მისი კომპეტენციის ზღვარს სცილდება. More...

რა მოხდა კუნძულ სამოსზე?!

02.09.14 16:53

`ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` წევრები მიხეილ სააკაშვილის დროებით დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. უმავლესობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ მას მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს აღნიშნული ინციდენტის შესახებ, რაც საქართველოს საელჩოდან მიაწოდეს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ბორის აკუნინი რუსეთიდან წასვლას ფიქრობს

02.09.14 15:28

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო ქვეყნის დატოვებას აპირებს მწერალი ბორის აკუნინი. საკუთარ ბლოგზე ის წერს, რომ დღეს ემიგრაციაზე რუსეთში მის მსგავსად ბევრი ფიქრობს.More...

რუსეთი სამხედრო დოქტრინაში ცვლილებებს შეიტანს

02.09.14 14:59

რუსეთი სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიხეილ პოპოვის განცხადებით, ნატოს გაფართოება, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გეგმა და უკრაინაში არსებული ვითარება იძულებულს ხდის რუსეთს სამხედრო დოკუმენტი დააზუსტოს.More...

ქუთაისის ციხეში ოთხი პატიმარი შიმშილობს

02.09.14 14:17

სასჯელაღსრულების სისტემის ქუთაისის მეორე იზოლატორში ოთხი პატიმარი შიმშილობს. ერთ-ერთს მათგანს პირი და თვალები აქვს ამოკერილი. ბრალდებულები მათი საქმეების გადახედვას და ამ პროცესში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების ჩართვასაც მოითხოვენ. More...

ოკუპანტებმა სამი დაკავებული გაათავისუფლეს

02.09.14 14:12

რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული სამი მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან დღეს გაათავისუფლეს.More...


  სრული პროგრამა
კურიერი: ხელოვნური სათხილამურო ტრასები
კურიერი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
კურიერი: Art Fest ჩირდილი
კურიერი: სოციალური პრობლემები

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company