ივანიშვილმა ფეისბუკის გვერდზე მიმართვა გაავრცელა09.08.12 21:33ორდღიანი დუმილი ბიძინა ივანიშვილმა წერილობითი განცხადებით დაარღვია. "ქართული ოცნების" ლიდერმა, რომელიც 7 და 8 აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიღვნილ ღონისძიებებზე არც ერთ მემორიალთან არ გამოჩენილა, გუშინ საღამოს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერილობითი მიმართვა გაავრცელა და ამ გზით მიუსამძიმრა ომში დაღუპულთა ოჯახებს. სწორედ ამ განცხადებაში შეცდომით მოყვანილი ციტატა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემა გახდა. განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართვის ბოლო ნაწილმა დაიმსახურა, სადაც ნათქვამია: ”ეს განცხადება მინდა დავასრულო ეროვნული მოძრაობის დროს აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ვოვა ვეკუას სიტყვების პერიფრაზით: მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას ოსი და აფხაზი ხალხის გულებისკენ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვების საწინდარი.” სიტყვები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვოვა ვეკუას მიაწერს, სინამდვილეში მერაბ კოსტავას ეკუთვნის და 80-იანი წლების მიწურულს ეროვნულ მოძრაობაში ჩართული პირებისთვის კარგად არის ნაცნობი. ვეკუამ კი თავისი ერთ-ერთი ცნობილი გამოსვლის დროს სწორედ მერაბ კოსტავას სიტყვების ციტირება მოახდინა. ინტერნეტით გუშინ ვეკუას ეს გამოსვლაც გავრცელდა. |
||||||||||
![]() |
||||||||||







