სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება
09.08.12 21:34
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს წინადადებით მიმართავს, რომ მათ ანგარიშებიდან გატანილი სოლიდური თანხები უკან დააბრუნონ.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად:
"2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5 552 135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ - 3 388 992 ლარი.
ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც მათ დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს."
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გამჭვირვალობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები ივანიშვილმა და კალაძემ ისევ პირად ანგარიშებზე უნდა დააბრუნონ.
|