პარასკევი, 25.07.14   02:09
+24.3°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივლისი 2014

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ლარნაკას ინციდენტს უეფა გამოიძიებს

10.08.12 11:40

დაპირისპირება სტადიონზე არეულობაში გადაიზარდა. ქართველი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო კვიპროსელმა გულშემატკივარმა ნიქოზიაში მიმდინარე თამაში ჩაშალა და პოლიციას დაუპირისპირდა. გორის "დილის" ფეხბურთელებს სტადიონის დატოვება მოუხდათ. შემთხვევას უეფას საგამოძიებო კომისია იძიებს.

შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, შეხვედრის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, შეხვედრა შეწყდა. კვიპროსელმა გულშემატკივარმა შეხვედრის ჩაშლა გადაწყვიტა. ნაწილი მოედანზე შევარდა, ნაწილმა ტრიბუნებზე ცეცხლი გააჩაღა, ხოლო ზოგიერთმა ტელეტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურა დაამტვრია. არეულობა სტადიონზე 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით დაპირისპირებამ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის ნიქოზიის ქუჩებში გადაინაცვლა.

ანორთოსისის გულშემატკივარმა მოედანზე შეჭრა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის კარში მესამე ბურთი გაიტანეს. თამაშის შეჩერებიდან მალევე "დილის" ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. უეფა ლარნაკაში მომხდარ ინციდენტს დეტალურად გამოიძიებს და სავარაუდოდ, კვიპროსის კლუბს დასჯის.

დილა კი აგრძელებს ევროტურნირზე ასპარეზობას, ქართველი ფეხბურთელები უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში იასპარეზებენ.

ანტონის პაპანდოპულოსის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, პირველ 45 წუთში მასპინძლები აქტიურობდნენ, მეორე ტაიმი კი "დილის" სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 54-ე წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა. 78-ე წუთზე ლაშა სალუქვაძემ "დილის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე გატანილი გოლის შემდეგ ერთ წუთში "ანორთოსისი" მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა, მთავარმა არბიტრმა შოთა გრიგალაშვილის მიმართ უხეში თამაში დაადასტურა და მასპინძელთა კაპიტანი ლაბანი მოედნიდან გააძევა.

გორის "დილა" სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. ლარნაკაში დაწყებული ზეიმი გორში ამ წუთებშიც გრძელდება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მინისტრობის კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს

24.07.14 10:00

კულტურის მინისტრობის კანდიდატს უკვე მოუხდა ბრალდებებზე პირველი განმარტების გაკეთება. საქმე კომპანია `ისტერნ პრომოუშენის` საქმიანობას ეხება. More...video clip 

თბილისის პროკურატურამ გოგი ისაკაძე დაკითხა

24.07.14 10:09

თბილისის მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ბუღალტერი დაკითხა. საგამოძიებო უწყებაში გოგი ისაკაძე ექვსი საათი იმყოფებოდა.More...video clip 

კუბლაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

24.07.14 11:41

პრემიერ-მინისტრი უკრაინის ყოფილი შს მინისტრის, იური ლუცენკოს მიერ ქართველი მოსამართლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას `შეურაცხმყოფელს` უწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს...More...video clip 

საია ციხეებში არსებულ პრობლემებზე

24.07.14 14:47

ახალგაზრდა იურისტები სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემაში ე.წ. ციხის მაყურებლებთან დაკავშირებით ახალ ფაქტს ასაჯაროებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა დღეს გლდანის მე-8 დაწესებულების გარდა, ქუთაისის მეორე საპატიმროში შექმნილი ვითარებაზეც ილაპარაკა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

24.07.14 12:24

შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი, რომელიც 4 თვის განმავლობაში ბაზა `ლეზერნეკზე` მსახურობდა, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.More...video clip 

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი ჩააბარეს

24.07.14 12:00

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს:More...video clip 

პრემიერის განცხადება რუსთავი2-ის შესახებ

24.07.14 11:51

გადაცემა `პოლიტიკის დროში` საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც გააკეთა იმ ბრალდებების საპასუხოდ, თითქოს ხელისუფლებას ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება და მისი კონტროლი აქვს განზრახული და ეროსი კიწმარიშვილის საქმეც ამ გეგმის ნაწილია.More...video clip 

ქალმა ტაქსის მძღოლი გაძარცვა

24.07.14 11:02

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მგზავრმა ტაქსის მძღოლი გაძარცვა. მომხდარის დეტალებზე ღიად საუბარს ერიდება თავად დაზარალებული, თუმცა ერთ-ერთი ვარაუდით, მგზავრი ქალი იყო...More...video clip 


  სრული პროგრამა
პროფილი: ღალატი
გააცინე და მოიგე - სუპერფინალი
გააცინე და მოიგე-მესამე ფინალი
ნანუკას შოუ: კადრს მიღმა

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company