ოთხშაბათი, 19.06.13   13:45
+22.7°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ლარნაკას ინციდენტს უეფა გამოიძიებს

10.08.12 11:40

დაპირისპირება სტადიონზე არეულობაში გადაიზარდა. ქართველი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო კვიპროსელმა გულშემატკივარმა ნიქოზიაში მიმდინარე თამაში ჩაშალა და პოლიციას დაუპირისპირდა. გორის "დილის" ფეხბურთელებს სტადიონის დატოვება მოუხდათ. შემთხვევას უეფას საგამოძიებო კომისია იძიებს.

შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, შეხვედრის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, შეხვედრა შეწყდა. კვიპროსელმა გულშემატკივარმა შეხვედრის ჩაშლა გადაწყვიტა. ნაწილი მოედანზე შევარდა, ნაწილმა ტრიბუნებზე ცეცხლი გააჩაღა, ხოლო ზოგიერთმა ტელეტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურა დაამტვრია. არეულობა სტადიონზე 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით დაპირისპირებამ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის ნიქოზიის ქუჩებში გადაინაცვლა.

ანორთოსისის გულშემატკივარმა მოედანზე შეჭრა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის კარში მესამე ბურთი გაიტანეს. თამაშის შეჩერებიდან მალევე "დილის" ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. უეფა ლარნაკაში მომხდარ ინციდენტს დეტალურად გამოიძიებს და სავარაუდოდ, კვიპროსის კლუბს დასჯის.

დილა კი აგრძელებს ევროტურნირზე ასპარეზობას, ქართველი ფეხბურთელები უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში იასპარეზებენ.

ანტონის პაპანდოპულოსის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, პირველ 45 წუთში მასპინძლები აქტიურობდნენ, მეორე ტაიმი კი "დილის" სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 54-ე წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა. 78-ე წუთზე ლაშა სალუქვაძემ "დილის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე გატანილი გოლის შემდეგ ერთ წუთში "ანორთოსისი" მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა, მთავარმა არბიტრმა შოთა გრიგალაშვილის მიმართ უხეში თამაში დაადასტურა და მასპინძელთა კაპიტანი ლაბანი მოედნიდან გააძევა.

გორის "დილა" სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. ლარნაკაში დაწყებული ზეიმი გორში ამ წუთებშიც გრძელდება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

13.05.13 16:26

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს. More...video clip 

პრემიერი შესაძლოა სოჭის ოლიმპიადის გახსნას დაესწროს

03.05.13 13:51

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გახსნის ან დახურვის ცერემონიალს დაესწროს.More...video clip 

ლევან კობიაშვილი ნაკრებიდან მიდის

01.04.13 12:00

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრები დატოვა. ფეხბურთელმა "ფეისბუკის" გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.More...video clip 

თბილისი ევროპის მოჭიდავეთა ჩემპიონატს მასპინძლობს

19.03.13 20:18

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სპორტის სასახლეში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გაიხსნისას საჯაროდ მოუხადა ბოდიში ყველას, ვისაც თავისი ცხოვრებითა და ბრძოლით ტკივილი მიაყენა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კურტანიძისა და ყაზარაშვილის საქმეზე ძიება გრძელდება

04.02.13 11:01

ლუკა კურტანიძის და თემურ ყაზარაშვილის დაპირისპირებაზე ძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა ისინი უკვე დაკითხეს. ყაზარაშვილის თქმით, ის არ აპირებს უჩივლოს კურტანიძეს, თუმცა პრეზიდიუმის სხდომაზე მოითხოვს, რომ მას ჩამოართვან...More...video clip 

კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება

01.02.13 13:13

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ფედერაცია ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც მარტში თბილისში გაიმართება. More...video clip 

ლუკა კურტანიძეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ

08.01.13 18:23

ლუკა კურტანიძის ულტიმატუმი ჭიდაობის ფედერაციას. კურტანიძე ეროვნული ნაკრებების რეორგანიზაციას ერთპიროვნულად აპირებს. More...video clip 

საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს

24.12.12 18:01

საქართველო 2014 წელს დაგეგმილ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company