ჯანდაცვის სისტემის შემოწმებას განაგრძობენ
11.08.12 18:22
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჯანდაცვის სისტემის შემოწმებას განაგრძობენ. სამკურნალო დაწესებულებებს, 1 სექტემბრიდან, დაზღვეულთა გაზრდილი ნაკადის მიღება მოუწევს.
სამინისტროს ცხელი ხაზის - 1505-ის - პრეზენტაციის შემდეგ, დღეს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენელ პირველადი ჯანდაცვის სფეროს ექიმებს შეხვდნენ.
ექიმებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს“ - ფარგლებში, 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 900 000 ადამიანით გაიზრდება, რასაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებული უნდა შეხვდეს.
ექიმებთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა, ყურადღება გაამახვილა, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზეც.
|