სააკაშვილი რაჭას ესტუმრა
11.08.12 18:44
საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, რაჭას სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილი ამბროლაურის რაიონის ორ სოფელში ჩავიდა. სოფლებში - ღებსა და ღარში -მოსახლეობასთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი მეუღლესა და უმცროს შვილთან ერთად მივიდა.
ქვეყნის პირველმა პირმა, საუბრისას, ხაზი გაუსვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონში უკვე განხორციელდა და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებზეც გააკეთა აქცენტი.
მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ის პრიორიტეტებიც გააცნო, რომლებითაც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს.
|