ხუთშაბათი, 23.05.13   23:21
+20.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სენატორი ლუგარი ოპოზიციას შეხვდა

12.08.12 17:45

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორი, რიჩარდ ლუგარი, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

"თბილისი მერიოტში" ლუგართან შეხვედრაზე, ქრისტიან-დემოკრატები და "ქართული ოცნების" კოალიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე საარჩევნო გარემო განიხილებოდა. სენატორმა ლუგარმა შშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ უნდა დავასრულოთ ერთი პარტიის დომინირება მთელ პარლამენტსა და ოპლიტიკურ სივრცეზე. ეს გესმის ყველას კარგად, ვინც ერკვევა საქართველოს პოლიტიკაში; ეს ესმით კარგად ჩვენს ამერიკელ მხარდამჭერებს, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, გულშემატკივრობენ ერთიან საქართველოს ყველა თაობისთვის და ბატონი ლუგარი სწორედ გახლავთ ის სენატორი, რომელიც, მათ შორის, 2008 წლის ომის პერიოდშიც კი, იყო ჩამოსული საქართველოში ჩვენს მხარდასაჭერად, რისთვისაც ძლიან მადლიერი ვართ," - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ.

"მთავარი, რასაც გაუსვა სენატორმა ხაზი არის, რომ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ დაითვლიან არჩევნების დღეს იმ ხმებს, რომლებიც განაწილდება პოლიტიკურ პარტიებს შორის. მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგზე, მაგრამ დიდი აქცენტები იქნება დასმული დათვლაზე. ყველას კარგად ესმის, რომ, დათვლის პროცესში, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს დარღვევები და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორად ასახული საარჩევნო კომისიის მიერ. რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის ოკუპაციაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აშშ და, განსაკუთრებით, სენატორი ლუგარი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთის ჯარების გაყვანას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან," - განაცხადა "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილმა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

23.05.13 12:16

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.More...video clip 

მერაბიშვილი თბილისში, N9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს

23.05.13 10:00

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.More...video clip 

მერაბიშვილის მეუღლე და თბილისის მერი საქართველოში დაბრუნდნენ

23.05.13 10:39

ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი. More...video clip 

დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილს დიდი წონის პოლიტიკოსს უწოდებს

23.05.13 15:23

ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.05.13 14:53

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.More...video clip 

მამამ შვილი ფანჯრიდან გადააგდო

23.05.13 14:43

ერთი თვის ჩვილი მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო. მეორე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ადგილზე დაიღუპა. More...video clip 

გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის შესახებ კომენტარს აკეთებს

23.05.13 11:29

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.More...video clip 

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 


  სრული პროგრამა
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company