შაბათი, 18.05.13   14:02
+23.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
3 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ოლიმპიური დელეგაცია საქართველოში ბრუნდება

13.08.12 16:56

ზაფხულის 30-ე ოლიმპიადზე ლონდონში საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე 35 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით სპორტის 21 სხვადასხვა სახეობაში გამოვიდნენ.

ოლიმპიური ჩემპიონი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში 20 წლის გორელი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი გახდა. გარდა ამისა, მან რეკორდის დამყარებაც შეძლო - ის ოლიმპიადების არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

ვერცხლის მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი დავით მარსაგიშვილი, მანუჩარ ცხადაია და გიორგი გოგშელიძე გახდნენ. გოგშელიძემ ოლიმპიადის დასრულებისთანავე, კარიერის დასრულების შესახებაც განაცხადა. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდებიან.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

13.05.13 16:26

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს. More...video clip 

პრემიერი შესაძლოა სოჭის ოლიმპიადის გახსნას დაესწროს

03.05.13 13:51

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გახსნის ან დახურვის ცერემონიალს დაესწროს.More...video clip 

ლევან კობიაშვილი ნაკრებიდან მიდის

01.04.13 12:00

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრები დატოვა. ფეხბურთელმა "ფეისბუკის" გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.More...video clip 

თბილისი ევროპის მოჭიდავეთა ჩემპიონატს მასპინძლობს

19.03.13 20:18

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სპორტის სასახლეში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გაიხსნისას საჯაროდ მოუხადა ბოდიში ყველას, ვისაც თავისი ცხოვრებითა და ბრძოლით ტკივილი მიაყენა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კურტანიძისა და ყაზარაშვილის საქმეზე ძიება გრძელდება

04.02.13 11:01

ლუკა კურტანიძის და თემურ ყაზარაშვილის დაპირისპირებაზე ძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა ისინი უკვე დაკითხეს. ყაზარაშვილის თქმით, ის არ აპირებს უჩივლოს კურტანიძეს, თუმცა პრეზიდიუმის სხდომაზე მოითხოვს, რომ მას ჩამოართვან...More...video clip 

კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება

01.02.13 13:13

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ფედერაცია ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც მარტში თბილისში გაიმართება. More...video clip 

ლუკა კურტანიძეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ

08.01.13 18:23

ლუკა კურტანიძის ულტიმატუმი ჭიდაობის ფედერაციას. კურტანიძე ეროვნული ნაკრებების რეორგანიზაციას ერთპიროვნულად აპირებს. More...video clip 

საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს

24.12.12 18:01

საქართველო 2014 წელს დაგეგმილ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company