პრემიერი და მთავრობის წევრები გურიაში შეხვედრებს მართავენ
14.08.12 11:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად გურიაში იმყოფება. ვანო მერაბიშვილი ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათ ახალი, ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა, `ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის` ფუნქციები და სამომავლო გეგმები.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კომპანიის გეგმებზე, რომელმაც მოსახლეობისგან ჭარბი მოსავალი უნდა ჩაიბაროს და შემდგომში უკრაინაში მისი ექსპორტზე განატა უზრუნველყოს იგეგმება ევროპის ქვეყნებში რე-ექსპორტის განხორციელებაც.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის დღემდე მთავრ გამოწვევად რჩებოდა მოთხოვნის არასტაბილურობა ბაზრებზე, პრემიერის თქმით დღეიდან მოსავლის გასაღების გარანტი სახელმწიფო ხდება.
|