ჯანდაცვის მინისტრი ლანჩხუთში ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა
15.08.12 11:09
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ლანჩხუთში მცხოვრებ კვირკველიების ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პოლისები პირადად გადასცა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას მინისტრმა ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობაზე, მისი მოხმარების წესსა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა.