`ქართული ოცნების` აქცია გურჯაანში ხმაურით დასრულდა
17.08.12 13:36
ხმაური იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში – "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა შენობის წინ აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაციის სახით დაურიგდეს.
საჯარო განცხადებების შემდეგ, კოალიციის წარმომადგენლები, მათ შორის, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარობის კადიდატი, მანანა ბერიკაშვილი შენობაში შევიდნენ. მათთან ერთად სოციალურად დაუცველი ქეთევან დათუნაშვილიც იმყოფებოდა. ისინი გამგებლის მოადგილესთან იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ არ ეხმარებოდნენ ამ ქალბატონს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დათუნაშვილს სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება არაერთხელ აქვს მიღებული. გამგებლის მოადგილესთან საუბრისას, ქეთევან დათუნაშვილს მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო თავი და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.
|