|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
18
|
|
19
|
|
|
|
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ბაგრატის ტაძარზე ახალი ჯვარი აღიმართა
17.08.12 14:36
ბაგრატის ტაძარზე ახალი ჯვარი აღიმართა – ცერემონიას უამრავ მორწმუნესთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. ტაძართან მისულ პრეზიდენტს მეუფე კალისტრატე შეხვდა და მას საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ბაგრატის ტაძრის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
`ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტილერიამ, სხვა ტაძრებში მათ გადაგვიღებეს ჩვენი ფრესკები საღეავით, არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების და ახლა ჩვენ გვაქვს დრო საქართველოს აღმშენებლობის. ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ყველაფერი უნდა ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. ეს ეკუთვნის სრულიად საქართველოს, პოლიტიკოსს და არა პოლიტიკოსს, ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო,` განაცხადა პრეზიდენტმა.
მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტი გუმბათზე ავიდა და ჯვრის დამონტაჟებაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. ტაძრიდან ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილს რუსი ტურისტები შეხვდნენ და თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
|
 |
 |
|
|

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.
19 მაისს, პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებისას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და სხვებს, რომელთაც 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარი ძალადობა დაგმეს. 
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს ევროპის სახალხო პარტია ეხმაურება. პარტიის პრეზიდენტის თქმით, დაკავებები სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი...

|
|
|

|