2 632 718 ლარიანი ჯეკპოტი გათამაშდა
05.05.12 14:04
„საქართველოს ლატარიის კომპანიის" ლატარიის გათამაშებაში ჯეკპოტი გათამაშდა. 240-ე გათამაშებაში მოგებულმა თანხამ 2 632 718 ლარი შეადგინა. თანხა 58 წლის თბილისელმა მანანა მამისაშვილმა მოიგო.
მოგებულის თქმით, ის პერიოდულად ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს. ჯეკპოტი კი ცოტა ხნის წინ ნაყიდი ორი ბილეთიდან ერთ-ერთმა მოიგო.
წინასწარ ცნობილია ისიც, რომ მომდევნო ეტპზე ჯეკპოტი 300 ათასი ლარი იქნება.
ლატარიის არსებობის განმავლობაში ჯეკპოტი მესამედ გათამაშდა. პირველად 4 400 000 ლარი ზამირა თორდინავამ მოიგო. მეორე ჯეკპოტი 500 ათასი ლარის ოდენობით კი დავით ლომინაძეს ერგო.
მანანა მამისაშვილისთვის მოგების მისალოცად ზამირა თორდინავა მივიდა, რომელმაც გარკვეული რჩევები მისცა ახალ მილიონერს.
|