142 ქართველს თურქეთიდან დეპორტაცია მოუწევს
11.08.12 14:43
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 142 ქართველს თურქეთის ტერიტორიის დატოვება მოუწევს. დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება თურქმა სამართალდამცველებმა უკვე მიიღეს.
მასშტაბური სპეცოპერაცია, თურქეთის სოფელ ესკიპაზარში ორი დღის წინ ჩატარდა. პოლიციამ სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირები აღმოაჩინა, რომელთაც თხილის პლანტაციებში ამუშავებდნენ.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულ პირებს, რომელთა უმეტესობა ქალია, გაუსაძლის პირობებში უხდებოდა ცხოვრება.
დამატებით დეტალებს საქმის თაობაზე თურქული მხარე არ აკონკრეტებს.
|