ჩოგბურთის ახალი კორტები თბილისში
20.01.12 21:15
ჩოგბურთის სათამაშო ახალი კორტები თბილისში ისნის რაიონში გაიხსნა. კომპლექსი ცხრა ღია და ორ დახურულ მოედანს აერთიანებს.
კორტები თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. დარბაზები უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემებით. ორსართულიან შენობაში ადმინისტრაციული ნაწილიც არის განთავსებული.
კორტები 2015 წლის ახალგაზრდულ სპორტულ ფესტივალს უმასპინძლებს.
ახალი სპორტული კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს კორტებით უფასოდ სარგებლობის საშუალება მიეცეთ.
საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად გადასცეს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რაფაელ ნადალის ავტოგრაფიანი ჩოგანი, რომლითაც მიხელ სააკაშვილი ახალ მოედანზე ლეილა მესხს ეთამაშა.
|