რურუას კომენტარი ბედიის მონასტრის დაზიანების შეასხებ
24.01.12 20:44
ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა და ქართული ორნამენტები სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში წაიშალა.
ამ სამუშაოებზე ”კურიერისთვის” ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დადასტურდა ინფორმაცია, რომ რესტავრაციას რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დარეგისტრირებული კომპანია "ტიკ-ტონიკი" ატარებდა.
ამ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ბედიის ტაძრის სამხრეთის ფასადზე ფრესკები მთლიანად ჩამოიშალა.
"კურიერი" დაუკავშირდა რუსეთის კომპანიას, რომელიც უარყოფს, რომ ზიანი მათ მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.
"გარდა მითითებისა, გარდა რჩევისა, გარდა წერილობითი ფორმით მოთხოვნის გაგზავნისა, სხვა მექანიზმი არ აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ეს მაინც გასაკეთებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უშედეგო იქნება. ამას მაინც ვაკეთებთ, ამის გაგრძელებას ვაპირებთ, სანამ ეს ბარბაროსობა გაჩერდება. ვიცით საით არის მიმართული ეს ყველაფერი - საბოლოო მიზანი ამისა არის ის, რომ ქართული ისტორიული მეხსიერება აფხაზეთის ტერიტორიაზე წაიშალოს," - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ძეგლის დაზიანების კომენტირებისას.
|