შაბათი, 19.04.14   21:36
+22°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
2 
5 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პრემიერმა პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ისაუბრა

31.01.12 17:58

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე იმ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის დროს იქნა მიღწეული.

პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოსა და შეერთებული შტატების პირველ პირების მოლაპარაკებებიდან 3 ძირითადი მიმართულება გამოყო და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი იყო.

მისი თქმით, ამ შეხვედრიდან განსაკუთრებით რამდენიმე მიმართულება უნდა გამოიყოს. ეს, უპირველესად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივაა, რაც საქართველოს ეკონომიკური აქტივობისათვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველომ ანალოგიური მოლაპარაკებები ევროკავშირთან უკვე  დაიწყო.

`პერსპექტივაში საქართველო შეიძლება, გარკვეულ სავაჭრო ცენტრად წარმოვიდგინოთ, რომელიც აზიასა და ვროპას, აზიასა და აშშ-ის შორის ჩამოყალიბდება. იქ ბევრმა კომპანიამ ინვესტიცია შეიძლება მხოლოდ იმის გამო განახორციელოს, რომ ვაჭრობა დამატებითი ბარიერებისაგან იქნება გათავისუფლებული, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან,`- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობაა. ლაპარაკია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

`ბოლო აღსანიშნავი გარემოება კი ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად აშშ-ის მხარდაჭერაა. ეს კი იმ ფაქტორის გათვალისწინებით არის ხაზგასასმელი, რომ რამდენიმე თვეში ჩიკაგოში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება,`- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრემიერის შეხვედრა ბელგიელ ბიზნესმენებთან

17.04.14 13:58

საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.More...video clip 

მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

10.04.14 14:03

ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას უპასუხეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. More...video clip 

პრემიერი კატარის დელეგაციას შეხვდა

01.04.14 12:07

კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს. More...video clip 

პრემიერმა მსო-ს კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

17.03.14 11:18

საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების კონფერენციას მასპინლობს. კონფერეციაში 52 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

13.03.14 20:10

დღეს სტუდენტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებიც შეაჯამა. პრემიერმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა.More...video clip 

ღარიბაშვილი: `სანთლით ვეძებ კვალიციფიციურ კადრებს`

13.03.14 19:09

საჯარო სამსახურის რეფორმა ქვეყანაში პრიორიტეტად რჩება, - ასე უპასუხა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი სტუდენტის კითხვას. More...video clip 

სამი შვილის მშობლები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ

11.03.14 18:07

სამი შვილის მშობლები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა. More...video clip 

საკრებულომ `ხრუშჩოვკების` დემონტაჟზე მემორანდუმი გააფორმა

11.03.14 17:48

თბილისში, ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ დედაქალაქის საკრებულომ და გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჰოლდინგმა...More...video clip 


  სრული პროგრამა
პროფილი: ქრისტინა ძიძიგური
თბილისი LIVE
კურიერი: მოდის კვირეულის დებიუტანტები
ნანუკას შოუ: სოფო ნიჟარაძე

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company