ურეკის ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
14.06.12 20:24
ურეკის ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე მთლიანად განახლდება გამწვანება, ინფრასტრუქტურა; მოეწყობა მოსასვენებლი ადგილები, სავალი ნაწილი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
რეაბილიტაცია თავად დაბა ურეკსაც შეეხება. მოწესრიგდება წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.
2014 წლისთვის იგეგმება სასმელი წყლის ახალი რეზერვუარების და სატუმბი სადგურების მშენებლობა, რაც ოჯახებს 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
მიმდინარე პროექტებს პრეზიდენტი გაეცნო.
|