კალაძე მილანში ე.წ. კანონიერ ქურდებს შეხვდა
20.06.12 11:17
კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ მილანში, სავარაუდოდ, კანონიერ ქურდებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები: ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე ესწრებოდნენ.
კალაძე მილანში ”ქართული ოცნების” მიერ ოზურგეთში ჩატარებულ აქციამდე იმყოფებოდა და ამ აქციაზე მილანიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდა.
გუშინ საღამოს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი ცდილობდა კომენტარი მიეღო კალაძისგან, თუმცა ყოფილმა ფეხბურთელმა და ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
|