საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში მადრიდში თავის ესპანელ კოლეგას შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ და ხოსე მანუელ გარსია-მარგალიომ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ნატოს ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების საკითხის განხილვისას მინისტრებმა შეხვედრის ფორმატზეც იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს, თუ როგორ აისახება საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი ნატოს დასკვნით დოკუმენტებში.
ვაშაძემ და ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება, ასევე საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.
ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს.