 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
კახა კუკავა ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის დაკავებულების შესახებ
12.06.12 18:38
ოპოზიციურ პარტიათა და უფლებადამცველთა ერთი ნაწილი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.
დაკავებულების ადვოკატების თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა შეისწავლა მომხდარი და დაასკვნა, რომ დაკავებულები ამომრჩევლის მოსყიდვას არ ცდილობდნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კახა კუკავამ განაცხადა, რომ პირი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის უნდა დაისაჯოს და არა სიტყვიერი განცხადებისთვის.
`ეს ახალგაზრდები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ გაკრიტიკებულ იქნენ მათი მართლაც არასწორი მოქმედებების გამო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ კურსს აირჩევს ადამიანი და რა განცხადებებს გააკეთებს, ის შეიძლება დაპატიმრებულ იქნეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის,`- განაცხადა კახა კუკავამ.
|
 |
 |
|
|
|
|

|