სხვა ახალი ამბები
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთი ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.