`ახალი მემარჯვენეები` მეტი დახმარების გაცემას მოითხოვენ
25.07.12 12:21
`ახალი მემარჯვენეები`სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა რეგიონისთვის თანაბარი დახმარების გაწევას მოითხოვენ. პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ლევან კალანდაძის განცხადებით, კომპენსაციები სტიქიით დაზარალებული სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობამაც უნდა მიიღოს.
რაც შეეხება კახეთში დაზარალებულ ოჯახებს, კალანდაძე მიიჩნევს, რომ მათთვის გათვალისწინებული ფულადი დახმარება არ არის საკმარისი და ზარალი სხვა სისტემით უნდა შეფასდეს.
`თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და საკომპენსაციო თანხაც ამ ინდივიდუალური ზარალის მიხედვით უნდა გაიცეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, არამედ სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხების გაცემა,`- განაცხადა კალანდაძემ.
|