ნიკა ვაჩეიშვილი პეტერბურგიდან დაბრუნდა
28.06.12 12:01
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა. ნიკა ვაჩეიშვილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას ესწრებოდა.
ქართულმა მხარემ მიმდინარე დისკუსიაზე სხვადასხვა დოკუმენტი წარადგინა, რათა იუნესკოს წევრი ქვეყნების ექსპერტები დაერწმუნებინა, რომ ბაგრატის რეკონსტრუქცია ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაგრატის აღდგენის საკითხს იუნესკოს კომიტეტი მომავალ წელს მიუბრუნდება, მანამდე კი ქართული მხარე გაეროსგან ექსპერტების გაფართოებული ჯგუფის გამოგზავნას ითხოვს, რათა სპეციალისტებმა თავისი თვალით ნახონ, როგორ მიმდინარეობს მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ძეგლის რეკონსტრუქცია.
|