თბილისში 26 მაისისთვის მზადება დაიწყო. აღმაშენებლის მოედანზე მონტაჟდება სცენა. აქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიური ორკესტრთან ერთად. სუხიშვილები მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგებიან.
26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის 94-ე წლისთავი აღინიშნება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.
ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი.
ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.