|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
დიასპორის მინისტრი საფრანგეთში შეხვედრებს მართავს
14.05.12 13:50
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ლევილში ქართული დიასპორას წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი პაპუნა დავითაიამ ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მიხაკო წერეთლის საფლავი მოინახულა.
დიასპორის მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის მთავარი მიზეზი სწორედ ქართველი საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის გადმოსვენებასთან დაკავშირებული დეტალების შეთანხმებაა ქართულ დიასპორასთან. საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ნაწილს მიხაკო წერეთლის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვს. მათი აზრით, თუ ლევილის სასაფლაოდან ყველა ქართველი საზოგადო მოღვაწე საქართველოში გადასვენდება, მაშინ ლევილი თავის ფუნქციას დაკარგავს, თუმცა მათი უმრავლესობის აზრით საქართველოში გადასვენების საკითხი მაინც ოჯახის გადასაწყვეტია.
მინისტრის განმარტებით კი, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოჯახის სურვილი და თავად საზოგადო მოღვაწის ანდერძიც, რომელშიც ის სამშობლოში გადასვენებას ითხოვს. ხელისუფლება მიხაკო წერეთლის ნეშტის გადმოსვენებასა და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას გეგმავს.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|