დავით საყვარელიძე კრწანისის რაიონში ახალგაზრდებს შეხვდა
20.06.12 14:33
დავით საყვარელიძე - მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელმაც თანამდებობა დატოვა და ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე გახდა, თბილისის კრწანისის რაიონში ახალგაზრდებს შეხვდა. კრწანისის ახალგაზრდული სიცოცხლე - ასე ეწოდება პროექტს, რომლის პრეზენტაციაც საყვარელიძემ მოაწყო. ეს პროექტი რაიონის ცხოვრებაში ახალგაზრდობის აქტიურ ჩართვას გულისხმობს. მისი პოპულარიზაციის ერთ-ერთი გზა კი ფეისბუქის გვერდის შექმნა იქნება. ამ გვერდზე ინტერნეტ-მომხმარებლები შეძლებენ კრწანისში არსებული სხვადასხვა პრობლემის განხილვას და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობას. დავით საყვარელიძეს რაიონის ახალგაზრდებთან პერმანენტულად ექნება შეხვედრები. დღევანდელი ღონისძიება კი საგამოფენო კომპლექს "ქარვასლაში" გაიმართა.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.